ერდოღანი: თურქეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას მხარს უჭერს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ანკარა მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევას.
თურქული მედიის ცნობით, საუბრისას პრეზიდენტებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ პროცესს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებასა და მოლაპარაკებების განახლებას შეუწყობს ხელს.