რუსების იერიშს კონსტანტინოვკაში სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ კონსტანტინოვკაში, სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ, დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი „ტელეგრამაზე“ ავრცელებს.
მისი თქმით, იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსებმა ქალაქის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. მათ განზრახ დაარტყეს ბაზრობას.
დონეცკის რეგიონში დარჩენა საშიშია! რუსები განზრახ ურტყამენ ისე, რომ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლან და დაასახიჩრონ. დროულად დაიწყეთ ევაკუაცია“, – განაცხადა ფილაშკინმა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.