საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საკრებულოს სხდომა, სადაც მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის საკითხს განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნას და მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფილი ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნას აპროტესტებს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს ცენტრი სწორედ ალექსანდრე მარგიშვილისთვის იქმნება და სწორედ მის მიზნებს მოემსახურება. მათივე თქმით, თბილისის მერიაში მომხდარ კორუფციულ გარიგებებში სწორედ ალექსანდრე მარგიშვილი მონაწილეობს. ამ განცხადებებზე პროტესტი გამოთქვეს საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა და მათ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები