ეკა ბესელია: დავით საგანელიძის უმრავლესობიდან წასვლა დღის წესრიგში არ დგას

დავით საგანელიძის გადაწყვეტილებას უმრავლესობისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საგანელიძეს თავისი მომავლის შესახებ უმრავლესობის წევრებთან უსაუბრია, აღნიშნული გადაწყვეტილება დღის წესრიგში ჯერ არ დგას.
“მე, როგორც ვიცი, ის უახლოეს დღეებში არ აპირებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა დიდი ხანია ამ თემაზე საუბრობს. ასე რომ, თავად ისაუბრებს ამ საკითხებზე. დათო ჩვენ გვჭირდება აქ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
აღნიშნულ საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, დავით საგანელიძის პარლამენტიდან და უმრავლესობიდან წასვლა არსად და არცერთ ფორმატში არ გადაწყვეტილა.
“არსად, არცერთ ფორმატში არ გადაწყვეტილა, რომ დღეს დავით საგანელიძე პარლამენტიდან მიდის ან უმრავლესობის ლიდერობას ტოვებს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, უაკვშირდება თუ არა საგანელიძის გადაწყვეტილება ზაქარია ქუცნაშვილთან დაპირისპირებას, მანანა კობახიძე პასუხობს, რომ აღნიშნული საკითხი აჟიოტაჟის თემაა და ასეთი ტიპის კამათი, ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი ვერ გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები