„კონსერვატორები“ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა სხდომაზე მიიღეს, სადაც სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმინეს. გვენეტაძის განცხადებით, მან ფრაქციის წევრების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო.
“ჩემ მიერ გაცემული იქნა პასუხები, დავაფიქსირე მოსაზრებები, ის ხედვები, რომლებიც მე განსაკუთრებით დამჭირდება, როგორც უზენაესი სასამრთლოს და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესაც, რომ კორპუსის განახლებაში, იქ, სადაც მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადები დაუმთავრდათ, საპრობაციო ვადის განმავლობაშიც მათი უფლებები მყარად იყოს დაცული. ასევე სამართალწარმოების პროცესში მიღწეული იყოს ის მაღალი ევროპული სტანდარტი, რომელიც ესოდენ აკლდა ჩვენს მართლმსაჯულებას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები