სანქტ-პეტერბურგში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა ი. დააკავეს, კრიმინალურ სამყაროში ის „პაწას“ მეტსახელით არის ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა მას მაშინ მიაკვლიეს, როდესაც სრულიად სხვა დანაშაულს იძიებდნენ. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, „პაწას“ ჩხრეკისას 1,82 გრამი ამფეტამინი ამოიღეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები