„ქართული ოცნება“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ თამაზ მეჭიაურს წარადგენს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატ თამაზ მეჭიაურის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
რაც შეეხება დავით ონოფრიშვილის მიმართვას თანამდებობის დატოვების შესახებ, დეპუტატები ცნობად სესიაზე მიიღებენ.
ჯერჯერობით უცნობია იმ კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურები, რომლებსაც „თავისუფალი დემოკრატები“ ხელმძღვანელობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები