ნიკა მელია: ნებართვა მშენებლობაზე ჩვენს დროს ყოფილა გაცემული, რაც ძალიან სამწუხაროა!
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნიკა მელია თბილისში მიმდინარე მშენებლობებს ეხმაურება. თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდტმა სულ რამდენიმე დღის წინ გაიგო, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ყოფილი მერის გიგი უგულავას დროს გაიცა.
„დღეს ძველ იპოდრომზე ვიყავი და პრაქტიკულად შუაგულ იპოდრომზე, შესასვლელთან, ბოლო 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა! სიმართლისათვის უნდა აღინიშნოს – ნებართვა მშენებლობაზე ჩვენ დროს, წინა ადმინისტრაციის პერიოდში ყოფილა გაცემული, რაც ძალიან სამწუხაროა! თბილისში არის/იყო ადგილები, სადაც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია და თბილისის წინაშე დანაშაულის ტოლფასია!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია.