ზურაბ აბაშიძე: უმჯობესი იქნება, ზურაბ აბაშიძემ თანამდებობა დატოვოს
უმჯობესი იქნება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ თანამდებობა დატოვოს – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
“არაკომპეტენცია და არაკვალიფიციურობა თავისთავად უნდა მოიკითხოს იმ მთავრობაში, რომელსაც წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ის არის დღეს ინსტრუმენტი დე ფაქტო პრემიერ- მინისტრის ხელში. მას მივმართავთ ჩვენ, უმჯობესი იქნება მისთვის, დატოვოს თანმდებობა. დღეს თუ ვინმეს აქვს კომპეტენციის და კვალიფიკაციის პრობლემა, ეს არის საქართველოს მთავრობა. ამას ჩვენ ვხედავთ ყოვედღიურად, როგორც საშინაო პოლიტიკის საკითხებში, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ბატონი ზურაბ აბაშიძე გახლავთ ამ მთავრობის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენელი. როდესაც საუბარია, რომ ნატოსკენ სვლა არის დეკლარირებული, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, ამ შემთხვევაში ბატონი აბაშიძე არის იმ ნარატივების შემქმენლი, საზოგადოებისთვის მიმწოდებელი, რომელიც რუსეთს აწყობს და ეამება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მას მივმართავთ, ნუ იქნება ინსტრუმენტი ამ პირობებში და ჯობია, რომ თანამდებობა დატოვოს”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.