მოზარდმაყურებელთა თეატრი აკაკი წერეთლის საიუბილეო წელიწადთან დაკავშირებით ორ მნიშვნელოვან თეატრალურ პროექტს განახორციელებს

4 მარტს, 12 : 00 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც აკაკი წერეთლის საიუბილეო წელიწადთან დაკავშირებულ, ორი მნიშვნელოვან თეატრალურ პროექტს ეხება.
როგორც ცნობილია, 2015 წელი, იუნესკომ აკაკი წერეთლის დაბადების 175 და გარდაცვალების 100 წლის საიუბილეო წლად გამოაცხადა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ თარიღს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ეხმიანება და უპრეცედენტო თეატრალურ პროექტს უძღვნის. პირველი პროექტი, რომელიც შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, ერთი მსახიობის თეატრთან „ვერიკო“ თანამშრომლობით შედგება. მეორე პროექტი, თავისი მნიშვნელობით და მოცულობით ერთგვარი გამოწვევაა თეატრისთვის. თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიაში აკაკი წერეთლის „ბაში -აჩუკი“ უპრეცედენტო თეატრალური პროექტი იქნება. პროექტების დეტალებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი და სალიტერატურო ნაწილის გამგე მანანა გეგეჭკორი. მოწვეულნი იქნებიან, ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკოს“ დირექტორი იოსებ ბაკურაძე და კოტე მახარაძის შვილები მაკა მახარაძე და ივიკო მახარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები