თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისები
ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტისთვის დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განუცხადა.
რაც შეეხება, ლადო ბედუკაძის მიერ აღნიშნული აქციის საპასუხოდ რუსთაველის გამზირზე საკუთარ მხარდამჭერებით მისვლის გეგმას, წულუკიანის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ლადო ბედუკაძის განცხადება არ უნახავს.
“მე არ მიხანავს ეს განცხადება. ფეისბუქზე ყოფნის ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია. კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ყველა პარტიას აქვს უფლება, გამოხატოს აზრი, მათ შორის – ქუჩაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბერი და 26 მაისები. აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქემ ხმის გამოხატვის თავისუფლებას უნდა სცეს პასუხი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სახელმწიფოში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქუჩაშიც და შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, მიიღებს ზომებს იმისთვის, რომ როგორც აქციები, ისე კონტრაქციები მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა