თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ეველინ ფარკასმა ქართულ მხარეს პენტაგონში უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ასევე, გამართეს შეხვედრები სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ტოდ ჩაპმანთან და კონგრესის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებები და ამ მხრივ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს. მასპინძელმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ისა ოპერაციაში და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. შეხვედრებზე ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მთავრობის მზადყოფნა გააგრძელოს დახმარება.
საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისთვის საჭირო ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები