სააპელაციო სასამართლომ საყდრისთან დაკავშირებით მთავრობის საჩივარი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ საყდრისთან დაკავშირებით მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა. ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი შეუწყდა. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კულტურის სამინისტროს და ყველა იმ საჯარო უწყებას, რომელიც საჩივრის მონაწილეა, 21-დღიან ვადაში შეუძლია გაასაჩივროს. მოსამართლეთა კოლეგიის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსაჩივრე მხარეებიდან მხოლოდ „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენელი ესწრებოდა, კულტურის სამინისტროს, მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები კი, პროცესზე არ მივიდნენ.