მიხეილ სააკაშვილი: აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი 99 პროცენტით მზად არის
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სკაითხი 99 პროცენტით მზად არის.
“უმთავრესი საკითხი, რაც აშშ-სთან განვიხილეთ, უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება იყო. თითქმის ყველა ჩვენ გვიჭერს მხარს. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იქნება ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.