დავით ბაქრაძე თსუ-ში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის საკითხებზე გამართული „მრგვალი მაგიდის“ დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინეგრაციის პროცესზე, ორივე მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დისკუსია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ისეთი თემებით, როგორიცაა: რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, რა უნდა გაკეთდეს არსებული საფრთხეების შესამცირებლად რეგიონში, რა გავლენას მოახდენს რუსეთის ქმედებები ევროპისა და, ზოგადად, საერთაშორისო სტაბილურობაზე. აღნიშნულ პროექტს „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი“ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს და მასში 30 ახალგაზრდა სპეციალისტთან ერთად სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობენ, რომელთა საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული ნატოსა და ევროკავშირის თემატიკასთან.