„ნემცოვს რომ დასტირით მოთქმით, დაგავიწყდათ, როგორ მოკალით პროფესორი გურამ შარაძე?”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება და „ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს:
„ნემცოვს რომ დასტირით მოთქმით, უკვე დაგავიწყდათ, როგორ მოკალით საქართველოსთვის დამაშვრალი პროფესორი გურამ შარაძე? პატიებას გთხოვთ ამ შემზარავი ფოტოს გამოქვეყნებისთვის, მაგრამ ვითარების დრამატულობამ მიკარნახა, რომ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ დამენახვებინა პათოლოგი „ნაცებისთვის“ (და არა მხოლოდ მათთვის), თუ რა არამზადები არიან. რუს პოლიტიკოს ნემცოვს რომ დასტირით მოთქმით, იმ ნემცოვს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებაში ყოფნისას სრულიად ბუნებრივად რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ატარებდა და იცავდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, უკვე დაგავიწყდათ, როგორ მოკალით საქართველოსთვის დამაშვრალი პროფესორი გურამ შარაძე? დაგავიწყდათ, როგორ დატოვეთ ცხედარი რამდენიმე საათით ქუჩაში გამვლელებისთვის იმის საჩვენებლად, რომ სწორედ ასე მოუვიდოდა ნაცისტური რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგეს? დაგავიწყდათ, როგორ უსწორდებოდით და ხოცავდით ხალხს ქუჩებში? თქვე გარეწრებო, ჩვენ არ დაგვვიწყებია და კიდევ არაერთხელ შეგახსენებთ თქვენს პათოლოგობას! დასტირით რუს პოლიტიკოს ნემცოვს და ერთი სიტყვა არ დაგიძრავთ ქართველი მამულიშვილის მკვლელობის დროს! თქვენ რა ადამიანები ხართ?! თუმცა, ხართ კი საერთოდ ადამიანები?”, – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები