სოფიო კილასონიას საჯარო ლექცია გაიმართება

6 მარტს, 18:00 საათზე „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბში, ხელოვნებათმცოდნე სოფიო კილასონია ისაუბრებს საბჭოთა ბალეტზე – ცეკვაზე, როგორც სხეულის ხელოვნებაზე ტოტალიტარულ რეჟიმში და პარალელურად განვითარებულ პროცესებზე დანარჩენ მსოფლიოში. სწორედ ამ კონტექსტში ლექცია შეეხება ვახტანგ ჭაბუკიანს, როგორც საბჭოთა ბალეტის ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ სახეს. 29 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანი 105 წლის გახდებოდა. ლექციის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი ქორეოგრაფიული დადგმებიდან. ლექცია ტარდება ამერიკის სალეჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები