ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება გაიმართება

3 მარტს, 17:30 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველში“ დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება გაიმართება. ფილმი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემატიკას ეძღვნება. ფილმის რეჟისორი ზურაბ ინაშვილია. ფილმი „ხმა ამოიღეთ!“ გადაღებულია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები