გია ვოლსკი: “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის სტაბილურობის დაზიანებას ცდილობს
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
დეპუტატის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სტაბილურობის დაზიანებას ცდილობს.
ამასთან, დეპუტატი მზაობას გამოთქვამს, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრებები მოისმინოს.
“იქნება მცდელობა იმისა, რომ სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოს მოგვიწოდებენ, დარტყმა მოაყენონ. ამის მცდელობა ორჯერ უკვე იყო. თუკი არსებობს ფურცელზე გადატანილი პროფესიონალური მოსაზრებები, რატომაც არა – ჩვენი მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ამის ოფიციალურად წარმოდგენა ევალებათ კიდეც, თუკი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდია. განვიხილოთ და შეიძლება ჭკვიანური აზრიც ვნახოთ. სკანდალისკენ მოწოდებულ და სკანდალზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერ”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.