იმატა თუ არა სეზონური ვირუსების შემთხვევებმა – რას ურჩევს პაატა იმნაძე მოსახლეობას

გრიპის და მსგავსი ვირუსების გააქტიურების მაჩვენებელი თებერვლის თვეში გასული წლების (2013-2014) ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია. ამის შესახებ “კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თებერვალში, როგორც მოსალოდნელი იყო გრიპის და გრიპის მსგავსი ვირუსებმა იმატა, თუმცა მაჩვენებელი საგანგაშო არაა.
როგორც იმნაძე აცხადებს, ჰოსპიტალიზაცია აღნიშნული ტიპის ვირუსების გამო მცირეწლოვანებს დასჭირდათ, რაიმე მძიმე სახის შემთხვევას კი ადგილი არ ჰქონია.
“თებერვალში B ტიპის ვირუსებმა იმატა, დაფიქსირდა A ტიპის ვირუსის ცალკეული ფაქტები. იყო რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევბიც, თუმცა შარშანდელთან შედარებით გრიპის ვირუსების ფაქტები შემცირდა“, – განუცხადა “კვირას“ პაატა იმნაძე.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსზე აცრები ჩატარდა ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, აიცრნენ დიალიზზე მყოფი პაციენტები, ექიმების გარკვეული რაოდენობა და რისკ-ფაქტორის ჯგუფში მყოფი პირები. გრიპისგან თავის დაცვის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ხელების ხშირად დაბანას ურჩევს. ცნობისთის, გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას ააქვს უნარი დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები