ილია მეორემ მის ნათლულებს და მათ ოჯახებს დავალებები მისცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე მის ნათლულებს და მათ ოჯახებს დავალებები მისცა.
როგორც დღევანდელ ქადაგებაზე მან ბრძანა, მათ უნდა მოძებნონ ისეთი უმწეო ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.
“ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით”, – ბრძანა პატრიარქმა.