“თბილსერვის ჯგუფი” ხევების დასუფთავებას განაგრძობს
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ამჯერად ავლაბარში, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ხევი და ფერდობი დაასუფთავა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორის ლევან ნაროუშვილის ინფორმაციით, დასუფთავდა მეტეხის კლდე და მიმდებარე ფერდობი, რომელიც მეტეხის ქუჩის მაცხოვრებლების მიერ იყო დაბინძურებული, აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს და მომავალშიც გაგრძელდება.
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ქუჩის მცხოვრებლებს გაფრთხილება მისცეს, რომ დაიცვან კანონი და არ დაყარონ ნარჩენები, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის მიხედვით დაჯარიმდებიან.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება დაავალა.
ავლაბარში, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ხევი „თბილსერვის ჯგუფის“ მთასვლელმა და სპეცთანამშრომელებმა დაასუფთავეს.