გლდანის საპატიმრო მსოფლიოს 10 ყველაზე სასტიკ ციხეს შორის მოხვდა (ფოტოკოლაჟი)
უცხოური სააგენტოს therichest-ის სიაში გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მსოფლიოს 10 ყველაზე სასტიკ ციხეებს შორის საპატიო მე-4 ადგილს იკავებს.
როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, თბილისში მდებარე გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებულ ციხეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო. ავტორი მედიაში 2012 წელს გავრცელებულ “ციხის კადრებს” იხსენებს და ამბობს რომ კადრებზე აღბეჭდილი სისასტიკის შემდეგ საზოგადოება საგონებელში ჩავარდა და მთავრობა იძულებული გახდა, რომ იქ არსებული მდოგმარეობა გამოეწორებინა. დაესაჯა ის ბადრაგები, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობას იღებდნენ და ცოცხებით ძალადობდა მათზე. therichest-ის მიერ წარმოდგენილ სიაში პირველი ადგილი რუანდის რესპუბლიკაში მდებარე გიტარამას ციხემ დაიკავა.