დღეს ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს დღესასწაულობს

დღეს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს დღესასწაულობს.
ეკლესია ყოველგვარ მწვალებლობაზე გამარჯვებას ზეიმობს.
დღესასწაული 842 წელს დაწესდა, როდესაც ეკლესიამ საბოლოოდ გაიმარჯვა ხატმებრძოლობის მწვალებლობაზე.
ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლოვაში მძვინვარებდა.
ეკლესიის ყოველივე საპირისპირო ქმედების წინააღმდეგ საბოლოო გამარჯვება მე-9 საუკუნეში, კერძოდ, 842 წელს მოხდა და სწორედ ამ თარიღს უკავშირდება მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულის დამკვიდრებაც.სწორედ 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.
დიდმარხვის პირველ კვირიაკეს მართლმადიდებლური ეკლესია ხატმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატების თაყვანისცემას აღნიშნავს.
დღეს ტაძრებში საღმრთო ლიტურგია იმართება. ერთი კვირაა, რაც დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვა წელს ორმოცდაათ დღეს გაგრძელდება და ის აღდგომის დღესასწაულით დასრულდება.
აღდგომა წელს 12 აპრილს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები