შეხვედრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

„წლებია, ბათუმის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვარ და დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაწესებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სტუმრობს“, – ამბობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიციატივით, გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, 27 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ესტუმრა, სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან შეხვედრისას ის არსებულ ვითარებას გაეცნო. კულტურის მინისტრის ბათუმში გასვლითი სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს, 28 თებერვალს, სატუმრო „შერატონში“ დაგეგმილი სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, ასევე „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე, საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილეებსა და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და უწყება კულტურის სფეროს საკითხებს რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები