ირაკლი ღარიბაშვილი ყველა დედას და მომავალ დედებს დედის დღეს ულოცავს

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა დედას და მომავალ დედებს დედის დღეს ულოცავს. პრემიერი მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას – შვილების ბედნიერ მომავალს უსურვებს. „დედის დღესთან დაკავშირებით გაზაფხულის დადგომას და ლამაზ დღესასწაულს – დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, მომავალ დედებს! საქართველოს ქალებზე, დედების სათნოებაზე, გმირობასა და თავდადებაზე იდგა ყოველთვის ჩვენი სამშობლო. მათ სიმტკიცესა და გამძლეობაზე დგას დღესაც ჩვენი ოჯახები. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს. პირველ რიგში, ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და, რაც ყველაზე მთავარია, – შვილების ბედნიერ მომავალს“,-აღნიშნულია პრემიერის მისალოც ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები