დონეცკის მაღაზიაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა
დონეცკში, სურსათის მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი გადაყვანილები არიან ადგილობრივ საავადმყოფოში. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უკრაინული მხარე აფეთქებას პრორუსი სეპარატისტების მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ პროვოკაციად აფასებს.