ავღანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 40-ის პოვნა ვერ ხერხდება
ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე სოფელ პანჯშირში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე საცხოვრებელი სახლი კი დაინგრა. 40-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ბი-ბი-სი”იუწყება, ავღანეთის სამაშველო სამსახურს ზვავის შედეგად დაშავებული ადამიანების დასახმარებლად არანაირი სპეცტექნიკა არ ჰქონია. თოვლში დაკარგულების გამოყვანას ისინი „შიშველი ხელებით“ ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.