გორნოზავოდსკში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, გორნოზავოდსკის რაიონში, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად სატვირთო კოლონაში ჩაბმული 6 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ერთ-ერთი მატარებელი ტრასაზე მყოფ სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.