“მეგობრობის ბატალიონი” ბორისპოლის აეროპორტის საქმიანობის შეფერხებით იმუქრება

კიევში მდებარე “ბორისპოლის” ცენტრალურ აეროპორტთან „მეგობრობის ბატალიონმა“ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აეროპორტიდან განთავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, დემონსტრანტები ყველაფერს იღონებენ, რათა უკრაინის აეროპორტში ფრენები შეფერხდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უკრაინის ისტორიაში სახელმწიფო სატრანსპორტო დაწესებულებასთან დაკავშირებით მომხდარი პირველი ლეგალური დემონსტრაციაა. საგულისხმოა, რომ თებერვლის დასაწყისში დემონსტრანტთა იგივე ჯგუფი უკრიანის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს გადადგომასაც ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები