იაცენიუკი: ქვეყანაში ვალუტა ნამდვილად არის, თუმცა მისი ნაწილი „სპეკულაციისთვის” გამოიყენება
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვალუტა საკმარისია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაკლებობის პრობლემა იქნება, ეს სპეკულანტებით იქნება გამოწვეული.
” მე ყოველ დღე ვამოწმებდი ვალუტის ბრუნვას და დავრწმუნდი, რომ ქვეყანაში ვალუტა საკმარისია. ყიდვა-გაყიდვის პროცესში, ჯამში, 100-დან 17 მილიარდ დოლარამდე დოლარის ბრუნვა იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვალუტა ქვეყანაში ნამდვილად არის, თუმცა ამ ვალუტის გარკვეული ნაწილი “სპეკულაციისთვის” გამოიყენება”,-განაცხადა იაცენიუკმა.