პან გი მუნმა და ფედერიკა მოგერინიმ დონბასის მოვლენები განიხილეს
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინმა უკრაინის ვითარება განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო მინსკის ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზებსა და კონფლიქტის რეგიონში სამშვიდობო მისიის ორგანიზებას. მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, სამშვიდობო მისიის საქმიანობისათვის ფინანსური დახმარება გამოყოს.