მოსკოვში “ისლამური სახელმწიფოს” ვებგვერდის შემქმნელი დააკავეს
მოსკოვში “ისლამური სახელმწიფოს” ვებგვერდის შემქმნელი დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო “ტასი” იუწყება, რომ ეჭვმიტანილი ერთ-ერთ სააჭრო ცენტრთან დააკავეს. მისი სახელი და გვარი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცავების ცნობით, დაკავებული ყველანაირ კავშირს უარყოფს “ისლამური სახელმწიფოს” წარმომდგენლებთან. მისი განცხადებით ვებგვერდის შექმნა დაკვეთით არ მომხდარა. აღნიშნული ქმედებით იგი ტერორისტული დაჯგუფების მიმართ სიმპათიის გამოხატვას შეეცადა.