ვიქტორ იანუკოვიჩი: უკრაინას გარედან მართავენ

უკრაინას გარედან მართავენ, ისინი ხალხს ატყუებენ, თუმცა სიმართლე მაინც გამჟღავნდება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააკეთა.
“უკრაინას გარედან მართავენ, მის ახლანდელ მმართველებს პირდაპირ მიუთითებენ, თუ რომელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მათ. ვფიქრობ, ხელისუფლების მოსვლიდან ერთი წლის თავზე ეს მატყუარა ადამიანები მაიდანზე ხალხის წინაშე უნდა წარდგნენ, რათა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ. ხოლო ის ადამიანები, ვინც მოტყუვდნენ, თავად გასცემენ მათ საკადრის პასუხს”,-განაცხადა იანუკოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები