პენტაგონმა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ერაყს 18 მილიონი დოლარის შეიარაღება გაუგზავნა
ამერიკის თავდაცვის უწყებამ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყს 18 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება გაუგზავნა. განცხადება ამასთან დაკავშირებით დღეს პენტაგონის პრესსამსახურის წარმომადგენლმა სტივ უორენმა გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყი ამერიკისგან მიიღებს: „ჰელფაირის“ ტიპის 200 რაკეტას, 250 ჯავშანმანქანას და 10 ათას საიერიშო შაშხანას, ტყვიამფრქვევებს და რამდენიმე ათას ჯავშანჟილეტს. პენტაგონში აცხადებენ, რომ ერაყის სამხედრო შეიარაღებით უზრუნველყოფა “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურებას უკავშირდება.