ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო პერსონალს ლოჯისტიკაში გადაამზადებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დეივიდ კემერონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინას სამხედრო სპეციალისტებს გაუგზავნის, რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა უკრაინელ სამხედროებს ლოჯისტიკაში მოამზადებენ. რუსეთის მხრიდან ბალტიისპირეთში გააქტიურებასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის პოლიტიკას არ შეცვლის, მაშინ სანქციები მის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება.