ჯონ ქერი: რუსეთი მატყუებს მეც და სხვებსაც
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსები მათ მიერ წარმოებული პოლიტიკური კურსის გამო გამუდმებით ატყუებენ გარშემომყოფებს.
“რუსეთში „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე აშკარა და ვრცელი პროპაგანდა მოქმედებს. ისინი გამუდმებით უარყოფენ თავიანთ შეცდომებს. რაც გინდათ ის დაარქვით მათ ქმედებებს, მაგრამ ისინი პირდაპირ მატყუებენ მეც და სხვებსაც”, – განაცხადა ქერიმ.