ჩეხეთში, რესტორანში მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთის ქალაქ უშერსკი-ბროდში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაირუპა. უცნობმა ადამიანმა ჯერ გარშემომყოფებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავიც მოიკლა. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის დროს რესტორანში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მიმტანი მკერდის არეშია დაჭრილი. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიეცა. თავდამსხმელი 60 წლამდე ასაკის ადამიანი იყო. დანაშაულის ჩადენის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები