თურქეთში ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში, მალათიას რეგიონში ორი სამხედრო საბრძოლო თვითმფრინავის შეტაკების შედეგად, 4 მფრინავი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეჯახება გაუფრთხილებლობით მოხდა. ორი სამხედრო თვითმფრინავი წვრთნას აწარმოებდა. თითო თვითმფრინავში ორი ადამიანი იმყოფებოდა – მფრინავი და მისი დამხმარე. ყველა მათგანი დაიღუპა.