საუდის არაბეთში 20 წლის მამაკაცს ისლამის შეურაცხყოფისათვის სიკვდილით დასჯიან

საუდის არაბეთში 20 წლის მამაკაცს მუსულმანურ სარწმუნოებაზე უარის თქმის და რწმენის შეურაცხყოფისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „The Daily Mail“-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრალდებულმა ახალგაზრდამ მანამდე ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან ყურანი იატაკზე მოისროლა და მას ფეხი დაარტყა. წყარომ, რომელიც სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა, გამოცემას აცნობა, რომ ბრალდებულმა „ვიდეოში ღმერთი, მუჰამედი და მისი ასული ფატიმა დაწყევლა. წმინდა ყურანი დახია და მას ფეხი ამოარტყა“. საუდის არაბეთის ხელისუფლება გამოტანილი განაჩენის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები