დონეცკის ოლქში 10 ათასზე მეტი ობიექტი დაზიანდა და განადგურდა

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად – დონეცკის ოლქში 10 ათასზე მეტი ობიექტი დაინგრა, ხოლო ზარალმა 3 მილიარდი გრივნა ( დაახლ. 108 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ამ ინფორმაციას დონეცკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ოფიციალური საიტი „donoda.gov.ua“ ავრცელებს.
საიტის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად 7409 საცხოვრებელი ობიექტი, 1346 ელექტრო მიწოდების ობიექტი, 58 წყლის მიწოდების ობიექტი, 848 გაზის მიწოდების ობიექტი და 19 საკანალიზაციო ობიექტი დაზიანდა და დაინგრა. გარდა ამისა 70 ჯანდაცვის დაწესებულება, 176 ზოგად საგანმანათლებო სკოლა, 86 სკოლამდელი დაწესებულება, 28 პროფესიულ-ტექნიკური, 19 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, 26 ფიზკულტურის და სპორტის და 54 კულტურის დაწესებულება დაზიანდა. საომარი მოქმედებების შედეგად 128 საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტმა, 66 მრეწველობის ობიექტმა, 95 სავაჭრო ობიექტმა, 4 საბანკო დაწესებულებამ და 123 ეკონომიკის სხვა სფეროების ობიექტმა დაზიანებები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები