უკრაინის რადა საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს

უმაღლესი რადა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მან სახელმწიფოებს უკრაინაში საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნა და სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ბირთვული სადგურების დაცვის უზრუნველყოფა ითხოვა. რადას მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, სადაც ნათქვამია:
„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორ ქვეყნებს, მოავლინონ მონიტორინგის მისიები, ასევე  ქვეყნის სამხედრო-შეიარაღებულ ძალებს აღმოუჩინონ დამატებითი  ფინანსური დახმარება“ .
საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ, უმაღლესი რადას დეპუტატმა, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე კუზმუკმა უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა:
„ჩვენ ამ საკითხების დაუყოვნებლივ გადასაჭრელად ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ, გარანტორ-ქვეყნებს მივმართეთ. ჩვენ მივიღეთ 10 პუნქტიანი დადგენილება, რომელსაც  318 დეპუატატმა დაუჭირა მხარი.
რადას დადგენილებაში ცალსახად აღნიშნულია, რომ უკრაინა – სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. აქ ასევე ნათქვამია, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა უკრაინის განუყოფელი ნაწილია, რომლის ტერიტორიაზე უკრაინის კონსტიტუცია და კანონები მოქმედებს. ამ დადგენილებით ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ უკრაინის ტეროტირიებზე პრეტენზიების დაუშვებლობა გარანტირებულია 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით და 1997 წლის რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმების საფუძველზე.
რადა ასევე ითხოვს, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საბაზისე შეთანხმების შესრულებას და ჯარების დისლოკაციის ადგილას დაუყოვნებილ დაბრუნებას. სამხედრო მოსამსახურეების, ტექნიკისა და შეიარაღების ნებისმიერ გადაადგილება, მხოლოდ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებულად და უკრაინის კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
ჩვენ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, არ შემოიყვანოს უკრაინის ტერიტორიაზე შეირაღებული ძალები.
რადას მიაჩნია, რომ უკრაინა ყველა მოქალაქის ძირითადი უფლების და თავისუფლებებს გარანტია, მათ შორის ენის თავისუფალი ფლობის, მრწამსისა და მსოფლმხედველობის. ჩვენს მიერ მიღებულ დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ადგილობრივი რეფერენდუმების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად და სპეციალური კანონის თანახმად. ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო ორგანიზაციების – ეუთო, გაერო, ევროპის საბჭო, ევროკავშრი, დსთ და ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების შუამავლობით უნდა მოხდეს.
უკრაინა ადრე მიღწეულ შეთანხმებებს იცავს და სამართლიანი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება სამხედრო-შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას, დღეს  კონკრეტული თანხები არ დასახელებულა – ეს კონსულტაციის საგანია“, – აცხადებს რადას დეპუტატი.

1122  33333

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები