შსს პოლიციის ახალი ავტომობილის ფოტოების შესახებ განმარტებას აკეთებს
სოციალურ ქსელში საქართველოს პოლიციის ახალი ავტომობილის ფოტოები გავრცელდა. „კვირა“ ამ თემასთან დაკავშირებით შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. როგორც გიორგობიანმა განმარტა, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, განახლდებათუ არა ავტოპარკი კონკრეტულად ხსენებული მოდელით. „შსს-მ ახალი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით ჩამოიყვანა. ავტოპარკის ახალი მანქანებით განახლება, როგორც წესი ყოველწლიურად, ხდება. ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არის, მოხდება თუ კონკრეტულად ამ მოდელების შემოყვანა, ამ ეტაპზე ერთი მანქანა სატესტო რეჟიმშია ჩამოყვანილი. ფოტოზე ნაჩვენები მოდელის გარდა, სხვა მოდელებიც განიხილება“,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.