საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პისტოლეტიდან სროლაში შეჯიბრება მოეწყო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა.
როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, ტურნირში ჩართული 32 სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე პირველობისთვის ორ სახეობაში – სპორტულ და ტაქტიკურ სროლებში ასპარეზობდა. ამავე ინფორმაციით, მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგების (სპორტული სროლები) და ასპარეზობის დროის (ტაქტიკური სროლები) მიხედვით შეფასდნენ.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. სპორტულ სროლაში გუნდური პირველი ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების ძალები გახდა. მეორე ადგილზე სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფის ცენტრი, ხოლო მესამე ადგილზე I მსუბუქი ქვეითის ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულებს სიგელები და მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ სპეციალური ოპერაციების ძალებს ტურნირის თასი გადაეცა.
სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ასევე, ტაქტიკური სროლის შეჯიბრში საპრიზო ადგილებზე გასული სამხედროები. შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან ორი საუკეთესო მსროლელი შეირჩა. შეჯიბრს სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები