ავღანეთში 51-ე ბატალიონის ამერიკული მეთაურობა შეიცვალა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ტაქტიკური დაჯგუფება „სოლიდის“ დაქვემდებარებაში გადადის.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და კოალიციური ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, 51-ე ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო.
ღონისძიებაზე ტაქტიკური დაჯგუფებების ძველმა და ახალმა მეთაურობამ დანაყოფების საბრძოლო დროშები გაცვალეს.
აშშ-ის არმიის მეორე დივიზიის, მესამე კავალერიული პოლკის ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ ნაცვლად ბაზა ბაგრამის მიმდებარე ოპერაციის ზონის მართვასა და კონტროლზე პასუხისმგებლობა 21-ე საინჟინრო ბატალიონის ტაქტიკურმა დაჯგუფება „სოლიდმა“ სრულად გადაიბარა. ტაქტიკური დაჯგუფება „სეიბერის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ჯეიმსი ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარი მილერმა ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები