წიგნის „ტექსტი და სიმართლე“ წარდგინება გაიმართება

24 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მალხაზ ხარბედიას ახალი წიგნის „ტექსტი და სიმართლე“ პრეზენტაცია გაიმართება.
„ამ წიგნში ბოლო წლების მანძილზე დაწერილი კრიტიკული ესეები შევიტანე. თანამედროვე ქართული პროზა, პოეზია, თარგმანის საკითხები, ლიტერატურის პოლიტიკა, საგამომცემლო საქმე. პირობითად ასე შემიძლია განვსაზღვრო ამ წიგნის თემატური ველი და ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღელვებდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ფიქრისას და წერისას. წიგნს „ტექსტი და სიმართლე” დავარქვი, რადგან, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სწორედ სიმართლე, პასუხისმგებლობა და კრიტიკული აღმოჩენები აცოცხლებს ლიტერატურას. დღეს ჩვენ ცოცხალი, აქტუალური ლიტერატურა გვჭირდება, ლიტერატურა, რომელიც თვითიდენტიფიკაციასა და რეფლექსიას აჩენს მკითხველში. წიგნში ამაზე არაერთგანაა საუბარი“, – ამბობს მალხაზ ხარბედია.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები