გამოფენა „დროის ექსტაზები“ გაიხსნება

18 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიორგი დანიბეგაშვილის გამოფენა „დროის ექსტაზები“ გაიხსნება.
მხატვარი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ის აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, ასევე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კედლის სკულპტურების კონცეპტუალური ციკლი, რომელიც 15 ნამუშევარს აერთიანებს.
პროექტი დამთვალიერებელს გიორგი დანიბეგაშვილის არაორდინალურ ფორმისეულ ინტერპრეტაციას წარუდგენს, გააცნობს მას მხატვრის ფილოსოფიურ ნააზრევს. ავტორის მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალიზმით გამორჩეული შემოქმედება, რომელიც უჩვეულო ფორმაში – კედლის სკულპტურაშია გამოხატული, განსხვავებულ და საკმაოდ თვითმყოფად განწყობას ქმნის.
გამოფენა 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები