კონკურსი ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე – „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“

2015 წლის 9 თებერვლიდან წმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომზე „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“. კონკურსი საქართველოს მასშტაბით, ორ ეტაპად, ოთხ საკონკურსო ჯგუფში ჩატარდება; 1. საჯარო და კერძო სკოლების მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები; 2. უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები; 3. უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების პედაგოგები და მეცნიერ-თანამშრომლები; 4. სხვა დაინტერესებული პირები.
კონკურსის პირველი ეტაპის შესარჩევი ტური პირველი, მეორე, მესამე საკონკურსო ჯგუფებისათვის ჩატარდება სასწავლო, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებებში რეცენზიის მისაღებად. დადებითად რეცენზირებული ნაშრომი წარედგინება აკადემიას ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. მეოთხე საკონკურსო ჯგუფი ნაშრომს წარადგენს უშუალოდ აკადემიაში. თითოეულმა კონკურსანტმა ნაშრომი უნდა მოამზადოს ინდივიდუალურად და წარადგინოს დამოწმებულ რეცენზიასთან ერთად, წერილობით ფოსტით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ქართულ ენაზე: მოსწავლეებმა 8–10 -მდე გვერდი; სტუდენტებმა, პედაგოგებმა, მეცნიერ–თანამშრომლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა 12-15 -მდე გვერდი.
კონკურსის ჩატარების ვადები: კონკურსის პირველი ეტაპი – შესარჩევი ტური ჩატარდება 2015 წლის 9 თებერვლიდან 12 მაისამდე. კონკურსის მეორე ეტაპი – დასკვნითი ტური ჩატარდება 2015 წლის 12 მაისიდან 1-ელ სექტემბრამდე. სამეცნიერო კონფერენცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდება 2015 წლის 24 სექტემბერს ქალაქ მარტვილში.
ნაშრომთა კრებული გამოიცემა 2015 წლის 24 სექტემბერს. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 577929901; 577171676. საკონტაქტო მისამართი: წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია. მისამართი: თბილისი,0186, სანდრო ეულის ქუჩა N3; ელ. ფოსტა: Gchacademy@gmail.com.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები