„მანდარინები“ საერთაშორისო პრესის აკადემიამ „სატელიტით“ დააჯილდოვა

რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმს „მანდარინები“ კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო – „სატელიტი“ შეემატა.
საერთაშორისო პრესის აკადემიამ „მანდარინები“ საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში დააჯილდოვა. დაჯილდოების მე-19 ღონისძიება 15 თებერვალს გაიმართა. „მანდარინები“ „ოსკარისთვის იბრძვის და ამ ცერემონიამდე „სატელიტი“ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.
„ოსკარის“ 87-ე დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება. „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში, „მანდარინებთან“ ერთად, კიდევ ოთხი ფილმია წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები