„ლა სკალაში“ ჯუზეპე ვერდის „აიდას“ პრემიერა გაიმართა

მილანის „ლა სკალას“ თეატრში გუშინ პრემიერა გაიმართა. ჯუზეპე ვერდის „აიდაში“ მთავარი პარტიები მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა სოლისტებმა, ანიტა რაჭველიშვილმა და გიორგი გაგნიძემ შეასრულეს.
საპრემიერო წარმოდგენას მაესტრო ზუბინ მეტა დირიჟორობდა. ანიტა რაჭველიშვილმა ამნერისის პარტია შეასრულა, ხოლო გიორგი გაგნიძემ – ამონასროსი.
პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ქართველმა სოლისტებმა მაყურებლის ოვაციები დაიმსახურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები